სასწავლო პროექტი

სასწავლო  პროექტის  ავტორი:
ელ. მისამართი
მობ. ნომერი
       ნანა კოპალიანი
       551 15 48 84

სკოლის დასახელება
       ქ. ცაგერის საჯარო სკოლა

მისამართი
       ქ. ცაგერი, თამარ მეფის № 12

სკოლის დირექტორი
დავით ცვარიანი

თემის დასახელება:
          ,,Lernen wir Deutschland kennen

პროექტის აქტუალურობა:     საბაზო სწავლების პერიოდში თანდათანობით შეიმჩნევა გერმანული ენის შესწავლისადმი დაბალი მოტივაცია. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ამ ენას მათთვის უსარგებიდ მიიჩნევს. არიან ისეთებიც, რომლებიც სწავლობენ  მხოლოდ იმიტომ, რომ  დაბალი შეფასება არ მიიღონ ან სწავლისადმი გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობენ.
მიზნის ფორმულირება:     საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მაღალი სამოტივაციო უნარების გამომუშავება, ცნობიერების ამაღლება, ინტერესის გაღვივება შესასწავლი ენის, ქვეყნისა მიმართ და სამომავლოდ საზოგადოებაში დამკვიდრების გამარტივება. დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. 
მოსალოდნელი შედეგები:  საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება, ჩამოუყალიბდათ მაღალი  სამოტივაციო უნარები, გაუჩნდათ გერმანული ენის შესწავლის სურვილი. შეიძინეს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. შეძლეს დამოუკიდებლად ინფორმაციების მოძიება და მათი პრიორიტეტებათ დალაგება.
შეიქმნა სასაწავლო რესურსი.
 რესურსის მისამართი:   https://learningapps.org/display?v=pom5ibcb319

სამიზნე ჯგუფი:                                                            IX-Xკლასები.

ვადები/ ხანგრძლივობა:                                             1   თვე

აქტივობების შესაბამისობა მიზანთან.

 ჯგუფების შექმნა, საძიებო თემების გადანაწილება.
                    ინტნეტ  და სხვა საინფორმაციო სივრციდან ინფორმაციის მოძიება:
I-ჯგუფი -   სპორტი, კულტურა

IIჯგუფი  - მანქანათმშენებლობა
III ჯგუფი - ისტორია, გეოგრაფია

IѴ-საპრეზენტაციო  ჯგუფი- კითხვებისა და სავარაუდო პასუხების შედგენა.


საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი ,ინტერნეტ საიტები,  საწერკალმები, რვეულები, სადემონსტრაციო დაფა, მარკერები, პატარა ფერადი ფურცლები.





ქ. ცაგერის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი:   ნ. კოპალიანი


                                                           რეფლექსია:
    2018-2019 სასწავლო წელს მარტის თვეში დაიგეგმა სასწავლო პროექტი გერმანული ენის პოპულარიზაციის მიზნით.
    მოსწავლეების ინფორმირება  მოხდა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. შეიკრიბა დაინტერესებულ მოსწავლეთა ჯგუფი  (IX-X კლასი).
   პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთი თვის მანძილზე, მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, ინტერესთა სფეროების მიხედვით. ეძიებდნენ მასალებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, განსაკუთრებით ინტერნეტით. საძიებო მისამართები წინასწარ იყო ჩემს მიერ მითითებული.
       პირველ ეტაპზე შეგროვდა  აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია, დალაგდა პრიორიტეტების მიხედვით. შეირჩა სავარაუდო პასუხები. მასწავლებლისა და მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ელექტრონული სასწავლო რესურსი(ინტელექტუალური თამაში https://learningapps.org/display?v=pom5ibcb319),  რომელიც გავრცელდა საგანმანათლებლო სივრცეში და ყველა მსურველს შეუძლია სარგებლობა. რესურსის პრეზენტაცია მოხდა ქ. ცაგერის საჯარო სკოლაში საბაზო-საშუალო საფეხურზე და ახლო მდებარე მეზობელ საჯარო სკოლებში.
    ინტერესი დიდია, რამაც მსურველთა რიცხვი გაზარდა. მოსწავლეებს აქვთ სურვილი კვლავ ერთად გააგრძელონ მუშაობა და უფრო სიღრმისეულად გაიცნონ  და გააცნონ გერმანია თანატოლებს. ამიტომაც აუცილებელი გახდა სამომავლოდ დაიგეგმოს გაფართოება.
   უმჯობესი იქნებოდა სასწავლო ელექტრონული რესურსი მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეექმნათ, მაგრამ სამომავლოდ დავგეგმავ learning.ge -ზე შევასწავლო სასწავლო რესურსების შექმნა.

          ქ. ცაგერის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი:   ნ. კოპალიანი

                                                                  2019 წელი






Комментарии

Популярные сообщения